суббота, 19 декабря 2009 г.

აბო თბილელი





პროექტის სახელი: "აბო თბილელი"
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ყველანაირ ინფორმაციას აბო თბილელის შესახებ, ახარისხებენ და აქვეყნებენპროექტს.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აბო თბილელისშესახებ:იქნება ეს მისი სახელობის ტაძარი,ძეგლი(ქანდაკება),ხსენების დღე,სა-
გალობლები,ხატები,ყველაფერი რაც კი მის სახელს უკავშირდება.შემდეგ დაახარისხებენ,შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციასა და პროექტს.გამოაქვეყნე-
ბენ სურათებს,გახსნიან ვებ-გვერდს და გაუზიარებენ თანატოლებს საკუთარ გამოცდილებას.
შეფასების რუბრიკა:
მონაწილეთა ასაკი:მე-10 კლასი,15-16 წლის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა ორი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კლასში მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა
და დავალების მიცემა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტომასალა,დის-
კზე ჩაწერილი შეგროვილი მასალა,ელექტრონული ცხრილები,გახსნილი ვებ-გვერ-
დი,დისკზე ჩაწერილი ფოტო მასალა,საგალობლები.
სარგებელი სხვებისთვის: მონაწილეები გაიმდიდრებენ ცოდნას აბო თბილელის შესა-
ხებ,შეიმუშავებენ ინფორმაციის შეგროვების,დახარისხებისა და პროექტად ჩამოყალი-
ბების უნარს.გაიფართოვებენ ინფორმრმაციის წყაროს ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის შესახებ
.

სამუშაო ენა:თანამედროვე სალიტერატურო ქართული და ძველი ქართული;შესაძ-
ლოა ასომთავრული ტექსტების წაკითხვა დასჭირდეთ მოსწავლეებს.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:გამოცხადდება მოწვევა პროექტში მონაწილეთათვის.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია,ხე- ლოვნება,რელიგია,ქრისტიანული კულტურა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო
დისკუსიებში;კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაქტიკას და იცავს სამეტ-
ყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს;აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე
იყენებს ზეპირიკომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს; მოსწავლე აანა-
ლიზებს და აპასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებებს; მოსწავლე ამოიცნობს და შესა-
ბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს; მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს; მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხა
აუდიტორიისათვის; მოსწავლე წერს სასწავლო რეპერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მი-
ხედვით; მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე;
მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

პროექტის ფასილიტატორი:ირმა თოდაძე

ფასილიტატორის ელ-ფოსტა:irmatodadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irmatodadze.blogspot.com

ისლამი

ფაილი:IslamSymbol.svgAllah-eser2.png


რწმენები ისლამი (არაბ. الإسلام islām "ერთგულება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.




არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ქააბაში იყო შავი ქვა, რომელიც გადმოცემით ზეციდან მოევლინათ (მეცნიერთა მოსაზრებით - მეტეორი). არაბები მექაში ჩადიოდნენ არა მარტო სავაჭროდ, არამედ ქააბაში სალოცავად და შავი ქვისათვის თაყვანის საცემად. მექაში აღმართული იყო აგრეთვე რამდენიმე ასეული კერპი. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ზოგიერთ ქვას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ, რადგან მათ სულების სახლად მიიჩნევდნენ. ასეთ ქვებს შორის გაღმერთებული ჰყავდათ დიდი შავი ქვა-მეტეორი. ამ ქვის შესანახად მექაში აშენდა კუბის ფორმის სასახლე. თაყვანისცემის ამ ადგილს ეწოდა ქააბა.




მუჰამედი

მუჰამედი (მაჰმადი, არაბულად: მუჰ(ხ)ამმად) იყო პირობნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშვილების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის - ალაჰის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მას ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა, და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ალაჰის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა (ხალიფატი), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ. ისლამის მამამთავარმა და მოქადაგემ ბევრი რამ აიღო იუდაიზმისა და ქრისტიანობიდან. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნოეს (ნოჰ), აბრაამს (იბრაჰიმ), იაკობს (იუყუბ), ისააკს, მოსეს (მუსა), დავით მეფეს (დაუდ) და სოლომონ მეფეს (სულეიმან), წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ალაჰმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც მთლიანად შედგება მუჰამედის ქადაგებებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий